ბადრი ესებუა სადაც არის, ვიცით ჩვენ, ისვენებს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა.
პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებმა მინისტრს ჰკითხეს, რატომ ვერ აკავებს შს სამინისტრო ბადრი ესებუას.
„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ ბადრი ესებუას წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლების აყვანას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ბადრი ესებუა ამ დრომდე იძებნება.