ვახტანგ გომელაური - ვერ დამისახელებთ ერთ ფაქტს, როდესაც აქცია იყო მშვიდი და დაიწყო შტურმი, თავდასხმა, გაზის ან წყლის ჭავლის გამოყენება, მაქსიმალურად ვიკავებთ თავს
ვერ დამისახელებთ ერთ ფაქტს, როდესაც აქცია იყო მშვიდი, წყნარი და დაიწყო შტურმი, თავდასხმა, გაზის ან წყლის ჭავლის გამოყენება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
გომელაურის თქმით, პოლიცია მაქსიმალურად იკავებს ხოლმე თავს.
„თავდასხმები ყოველთვის იწყება ოპოზიციური აქციის მონაწილეებისგან. ჩვენ მაქსიმალურად ვიკავებთ თავს. მაგალითად, ახლახან იყო პარლამენტის შტურმი, გამოვწიეთ სპეცრაზმი, ყველა გამოეცალა. ანგრევდნენ, ბიჭებს თავები დაუტეხეს, ქვებს ისროდნენ შიგნით, ცეცხლი წაუკიდეს, ეს ხომ ფაქტი იყო“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.