საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სტიქიის ზონაში ვერტმფრენი დღე ჩაფრინდა და დაახლოებით 70 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.
მისივე თქმით, ვერტმფრენთან ერთად, მუშაობდნენ დრონები, რომლებიც ასეთ დროს ძალიან ეფექტურია.
ვახტანგ გომელაური განმარტავს, რომ ღამის ხედვის და სითბური დრონების მეშვეობით, სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„რაც შეეხება ჩემს გუშინდელ განცხადებას, ასეთი აჟიოტაჟი რომ ატყდა ვერტმფრენებზე, მგონი, გასაგებად ავხსენი გუშინ. ვერტმფრენებს, რაც ჩვენ გვყავს, აქვთ ღამის ხედვის საშუალებები, შეუძლიათ, აფრინდნენ თბილისის აეროპორტიდან და ჩაფრინდნენ ქუთაისში, ჩამოფრინდნენ სხვადასხვა აეროპორტში, სადაც სიგნალი მისდით ვერტმფრენებს, მაღალ სიმაღლეზე, რა თქმა უნდა. შეუძლიათ, ასევე, ღამის ხედვის საშუალებით იფრინონ ვაკე ადგილზე, სადაც არის მთები და ასე შემდეგ. ვერტმფრენი ჩამოვიდა დაახლოებით ექვსი საათისთვის, შეიძლება 5 წუთზე, ახლა არ გამომეკიდოს არავინ, თქვენ (ჟურნალისტებს) არ გეუბნებით, ვინც ისმენს და გუშინ რომ გამოხტნენ, ატეხეს ამბავი. მინდა, ხალხმა გაიგოს და არა მათ, ვინც გუშინ რაღაც უაზრო განცხადებები აკეთეს. ვერტმფრენი ჩამოვიდა დღე, მოხდა შემოფრენა და ხალხის გამოყვანა, რომლებიც კუძულზე, შუაში მოხვდნენ, დაახლოებით 70 კაცამდე იყო.
ეს ხალხი გამოიყვანეს, ამასთან ერთად, მუშაობდა რამდენიმე დრონი. თავისი სითბურებით, ვერტმფრენზე ბევრად უკეთესად ხედავს, ძალიან მაღალი ტექნოლოგიური დრონებია. სითბური გამოსახულებაც ძალიან მნიშვნელოვანია. მუშაობდა დაახლოებით 5 თუ 6, დაბალ სიმაღლეზე, მაღალ სიმაღლეზე. ვსვამ კითხვას, პირობითად, ვერტმფრენიდან უფრო კარგად იქნებოდა დანახვა შესაძლებელი, თუნდაც ღამე, თუ ღამის ხედვის და სითბური დრონებით, რომ ადამიანი იყო ჩარჩენილი. დღის შუქზე დათვალიერდა ეს ტერიტორია მთლიანად, არ არსებობდა დაზიანებული ადამიანი, რომელიც ამოსაყვანი იყო და ჩვენ დავტოვეთ. ვერტმფრენს რომც არ შეძლებოდა, ბიჭები შევიდოდნენ და არ არსებობს, ამოიყვანდენ აუცილებლად, ვინმე რომ ყოფილიყო დაშავებული, დაჭრილი ან ჩაფლული, საიდანაც შეგვეძლო ამოგვეყვანა. მაშველებმა რაც გააკეთეს, მადლობა კიდევ ერთხელ ამ ადამიანებს.
ადამიანი თუ იყო დაშავებული, დამტვრეული ან დაზიანებით, იყო შუაში, ეპიცენტრში და ვერ გამოგვყავდა, შეიძლებოდა, კიდევ გაერისკათ პილოტებს, მიფრენილიყო და ამ ადამიანების გამოყვანა განხორციელებულიყო. რაც ჩამოვიდა მიწა, ზევიდან არავინ ჩანდა, ვინც შველას ითხოვდა ან რაღაც იყო. ვერტმფრენები რომ მივიდნენ, დღე იყო. ვერტმფრენი ჩამოვიდა დღე, დღე მოხდა მონიტორინგი. ორი ვერტმფრენი იყო, მოხდა მონიტორინგი და ავტომატურად ხალხის გამოყვანა, რომლებიც მოხვდნენ შუაში კუნძულზე. დაშავებული ყოფილიყო ადამინი და ვერ ამოვიყვანეთ, რადგან ღამე ვერ შეფრინდა ვერტმფრენი – ეს თემა საერთოდ მოხსნილია. დღე იყო ვერტმფრენი და არა ღამე. და ღამეც რომ ყოფილიყო შუაში ადამიანი, ვთქვათ, შემდეგ აღმოგვეჩინა ღამის ხედვის დრონებით, შევიდოდნენ მაშველები, არ იყო მაგის პრობლემა, თუ ადამიანი შველას ითხოვდა, შევიდოდნენ სპეცსაშუალებებით. თუ ვერ შევიდოდა მაშველი და სხვა შანსი აღარ იყო, შეგვეძლო, გვეთხოვა ვერტმფრენისთვის, იქნებ როგორმე, ძალიან ფრთხილად, ის ერთი ადამიანი ამოვიყვანოთ, ეს იყო ჩემი ახსნა გუშინ.
კიდევ ერთხელ გეუბნებით, ვერტმფრენი დღე ჩამოვიდა და არა ღამე. დღე იფრინეს დაახლოებით ორი საათის განმავლობაში. ამასთან ერთად, დრონები დაფრინავდა, დრონები აკეთებდნენ მონიტორინგს, სად იყო ადამიანი, რომელიც არ გადაარჩინეს, რადგან ვერტმფრენმა არ გარისკა და არ გავეცი ბრძანება, იქნება გადაერჩინათ. ამის ინტერპრეტაციას აკეთებენ ვითომ, რაღაცას იტყუებიან. არ შეიძლება, ხალხს ნუ ატყუებენ.
ვერტმფრენებმა იმუშავეს ორი საათი, არანაირი დაშავებული ადამიანი არ დაგვიტოვებია იქ. 140 კაცამდე, რომელიც ფერდობზე იყო, მასთან ერთად იყვნენ ჩვენი მაშველები, პოლიციელები, საკვები ავუტანეთ, წყალი, კარვები ავუტანეთ. რაც გუშინ ვთქვი და რაზეც გამომეკიდნენ, არ იყო საჭიროება, რომ შემეშვა ღამით ვერტმფრენი, ამოეყვანათ ბავშვები და ჩამოვარდნილიყო ვერტმფრენი, შემდეგ რას იტყოდნენ, რატომ შეუშვით ვერტმფრენი, თუ გასარისკი იყოო. რატომ უნდა გაგვერისკა და ბავშვები ჩაგვესვა ღამე ვერტმფრენში, როცა შეიძლება რაღაც საფრთხე მომხდარიყო?
დრონი ბევრად ეფექტურია, ვიდრე ვერტმფრენიდან დაბლა ყურება, ვთქვათ, პროჟექტორით, დრონს აქვს სითბური ხედვა, იგივე ღამის ხედვა, მაღალტექნოლოგიური, კარგი დრონები გვაქვს ძალიან. მუშაობდა რამდენიმე დრონი, დაბალ სიმაღლეზეც ჩადიოდა, ერთ მეტრზეც, 100 მეტრზეც და ხუთას მეტრზეც. დრონები ღამითაც მუშაობდნენ, ღამე სამძებრო სამუშაოები არ შეწყვეტილა. დრონები მუშაობდნენ მთელი ღამე. როგორც კი დაღამდა, ევაკუაცია მოახდინეს, დღეც იმუშავა ვერტმფრენმა, თუმცა კიდევ ერთხელ, ბევრად ეფექტურია დრონი. ბევრად ეფექტურია, ვიდრე ვერტმფრენიდან, 100 მეტრიდან დაბლა ყურება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ვახტანგ გომელაურმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ღამით გარისკვის და ვერტმფრენის გამოყენების აუცილებლობა არ იყო.
„საზოგადოებაზე როგორ ვთქვა, არ ვიცი, მაგრამ ვინც გამოვიდნენ და განცხადებები აკეთეს, ისინი, დარწმუნებული ვარ, დღესაც ვერ გაიგებენ, დღესაც გამოვლენ და იმავეს გაიმეორებენ. მე ვუხსნი ხალხს ამ შემთხვევაში. მინდა, ხალხმა გაიგოს, რომ ესე იყო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ორი საათით ადრე, ვიდრე დაღამდებოდა, ვერტმფრენებმა იმუშავეს, 140 ადამიანი იყო სრულიად უსაფრთხოდ. იქ იყვნენ ჩვენი მაშველები, პოლიციელები, საკვები აიტანეს, წყალი აიტანეს. არ იყო აუცილებლობა, რომ ჩვენ გაგვერისკა და ბავშვები ღამით ვერტმფრენში აგვეყვანა და გამოგვეყანა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.