ვახტანგ გომელაური - სტატისტიკამ აჩვენა, რომ დანაშაულის რიცხვი დაწეულია, გახსნის მაჩვენებელი კი გაზრდილი
ბოლო წლებიდან გამომდინარე ერთ-ერთ საუკეთესო მდგომარეობაში ვართ სტატისტიკის კუთხით დაწეულია დანაშაულის რიცხვიც, გახსნის მაჩვენებელიც გაზრდილია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თბილისისა და რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან გამართულ თათბირზე განაცხადა.
ვახტანგ გომელაურმა ეფექტიანი მუშაობისთვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა.
„ბევრი მიმართულებით დაკლებულია დანაშაული და ეს თქვენი დამსახურებაა, თქვენი თანამშრომლების დამსახურებაა და მადლობა მინდა გითხრათ ყველას, ბოლო წლებიდან გამომდინარე დღეს ერთ-ერთ საუკეთესო მდგომარეობაში ვართ ყველა, ანუ სტატისტიკის კუთხით დაწეულია დანაშაულის რიცხვიც, გახსნის მაჩვენებელიც გაზრდილია, რეფორმები, შრომაა თუ სწორი გადაწყვეტილებები და ხაზს ვუსვამ, თქვენი, თქვენი თანამშრომლების დამსახურებაა ნამდვილად და სწორი პოლიტიკის გატარებით კრიმინალის კუთხით“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თბილისისა და რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი ჩაატარა. პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებთან შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე შალვა ბედოიძე დაესწრო.
ვახტანგ გომელაურმა პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებისგან დედაქალაქსა და რეგიონებში დანაშაულთან ბრძოლის, ასევე, პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცლებს.