ვახტანგ გომელაური - სოსო გოგაშვილის განცხადებები სრული სიცრუეა, ბიძინა ივანიშვილი ვერანაირად ვერ დაავალებდა მას ვერაფერს, რადგანის მას ფიზიკურად არ იცნობდა
სოსო გოგაშვილის განცხადებები სიცრუეა, ბიძინა ივანიშვილი ვერანაირად ვერ დაავალებდა მას ვერაფერს, რადგან ფიზიკურად არ იცნობდა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
გომელაურის თქმით, სოსო გოგაშვილს თუ რაიმე მტკიცებულება აქვს, შეუძლია, წარმოადგინოს.
„განცხაცდება, რაც გააკეთა ბატონმა სოსო გოგაშვილმა, არის ტყუილი, სრული სიცრუე, იქედან გამომდინარე, რომ ბატონი ბიძინა უბრალოდ ევრანაირად ვერ დაავალებდა, რადგან არ იცნობდა. მეორეც, მე ვიყავი ხელმძღვანელი, რატომ დაავალებდა ადამიანს, რომელსაც არ იცნობდა, როგორ დაავალებდა, ან რა უნდა დაევალებინა. ბატონი ბიძინა გოგაშვილს ავალებდაო, ეს თემა არის სერთოდ აბსურდი. ფიზიკურად არ იცნობდა ამ ადამიანს. ჯერ ერთი, როგორ უნდა დაევალებინა, მეორეც, რა უნდა დაევალებინა, მე არაფერს მავალებდა, როგორ დამავალებდა. უკანონო მოსმენების თემა საერთოდ გამორიცხეთ, არ ხორციელდება.
მტკიცებულებები თუ აქვს გოგაშვილს, გამოიტანოს და დადოს. მე რომ ვიჯდე შინაგან საქმეთა სამინისტროში და რაც ოპერატიული მასალა შემოდის, ეგ ვიკითხო, სულ მცირე სამი გომელაური უნდა იყოს იქ. მუშავდება თემა, თუ არის ძალიან მნიშვნელოვანი, შემდეგ ამოდის ხელმძღვანელთან, ამოდის უფროსთან, ამოაქვს დეპარტამენტის ხელმძღვანელს ან მის კურატორ მოადგილეს, მიხსნიან, რომ ამ შემთხვევაში ეს არის პრობლემა. პირობითად ავიღოთ ტერორიზმის საკითხი, თუ მიმაჩნია, რომ არის რაიმე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, პრემიერს მოვახსენებ. არა რაღაცები გავუგზავნო – ავდივარ, როგორც ისინი ამოდიან ჩემთან, ასე ხდება საერთოდ. იგივე კრიმინალური თემა, რაღაც მნიშვნელოვანი ხდება, მკვლელობაა, თუ დაინტერესდა პრემიერი, მე ავდივარ, ფურცლებს კი არ ვუგზავნი, აბა, წაიკითხე ერთი, ბატონო პრემიერო. მე ავდივარ და ვუხსნი. ასე ხდება სუს-შიც“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
გომელაურის თქმით, მოსმენები მხოლოდ კანონის ფარგლებში ხორციელდება. „კანონიერად, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროც უსმენს, კანონით მინიჭებული უფლება აქვს თავდაცვის სამინისტროს, უსაფრთხოების სამსახურს, პროკურატურას, საჯელაღსრულებას, აქვთ უფლება, აიღებენ განჩინებას და მოუსმენენ. საერთოდ ადამიანს არ იცნობდა, როგორ უნდა დაევალებინა სოსო გოგაშვილისთვის ან როგორ უნდა გაეგზავნა სოსო გოგაშვილს, როცა მე ვიყავი იქ ელემენტარულად. მაშინ მე გავაგზავნიდი, ეს სიცრუეა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
გომელაურის თქმით, არ იცის, რა ამოძრავებს სოსო გოგაშვილს, როცა ამგვარ რამეზე საუბრობს.
„ძალიან სამწუხაროა, რასაც ბატონი გოგაშვილი აკეთებს და რასაც იგონებს“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.