ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი საპოლიციო ციფრული პროდუქტები დაინერგება
ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი საპოლიციო ციფრული პროდუქტები დაინერგება

პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა მომავალ წელს უწყებაში დაგეგმილი სიახლეების შესახებ ისაუბრა.

გომელაურის განცხადებით, დანაშაულთან ბრძოლისა და პრევენციის მიზნით, ახალი საპოლიციო ციფრული პროდუქტები დაინერგება.

„ახალი საპოლიციო ციფრული პროდუქტები – დაინერგება დანაშაულის შესახებ პოლიციის ანონიმური შეტყობინებების პლატფორმა. დანაშაულთან ბრძოლისა და პრევენციის მიზნით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე დაინერგება სახის ამომცნობი ვიდეოანალიტიკური სისტემა (NEC)“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაურის განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.