ვახტანგ გომელაური - საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით რეგულაციები გამკაცრდა
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, გამკაცრდა საკანონმდებლო რეგულაციები ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით.
როგორც გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლის აღნიშნა, ასევე კონტროლის ქვეშ მოექცევა საკანონმდებლო ნორმების აღსრულება.
„2022 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით, მთავრობასთან კოორდინაციითა და პარლამენტთან აქტიური თანამშრომლობით, არაერთი საკანონმდებლო ცვლილება შევიდა ძალაში. საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, გამკაცრდა საკანონმდებლო რეგულაციები ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით, ასევე კონტროლის ქვეშ მოექცევა საკანონმდებლო ნორმების აღსრულება. გასულ წელს საქართველოს მთავრობის მიერ დაინიცირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული იარაღის რეგულირების საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ამჟამად საქართველოს პარლამენტში განიხილება მეორე მოსმენით. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, იარაღის არადანიშნულებისამებრ გამოყენების შემთხვევების შემცირების მიზნით გაზიარებულ იქნა ევროპის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს დირექტივა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.