ვახტანგ გომელაური საქართველოში საბერძნეთის ელჩს და პოლიციის ატაშეს შეხვდა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური საქართველოში საბერძნეთის ელჩს დიმიტრიოს კარაბალისის და საბერძნეთის პოლიციის ატაშეს კონსტანტინოს ლენოსს შეხვდა.
სუს-ში აცხადებენ, რომ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და საბერძნეთს შორის არსებულ პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებს. მხარეებმა მიმოიხილეს გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ასევე, საქართველოსა და საბერძნეთის წინაშე არსებული გამოწვევები და ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე. ვახტანგ გომელაურმა და დიმიტრიოს კარაბალისიმ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.