ვახტანგ გომელაური სამეგრელოში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზას ეწვია
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მოადგილეებთან – იოსებ ჭელიძესთან, გიორგი ბუთხუზთან და ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად, სამეგრელოში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზას ეწვია.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ბაზის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა, ასევე, თანამშრომლების სამუშაო და საცხოვრებელი სივრცეები, სასადილო, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა.
ვახტანგ გომელაური მოადგილეებთან ერთად საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზეც იმყოფებოდა, სადაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა და გაესაუბრა.
შსს-ს ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრმა მათგან ადგილზე არსებული მდგომარეობის, ასევე, საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. ვახტანგ გომელაურმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.