ვახტანგ გომელაური - საერთოდ არც უნდა დაისვას კითხვა, ვინ დაიწყო ომი, უკრაინას რომ არ დაუწყია, ყველამ კარგად იცის
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის შეფასებით, შეკითხვა, ვინ დაიწყო უკრაინაში ომი, არც უნდა დაისვას.
გომელაურის თქმით, ყველამ კარგად იცის, რომ ომი უკრაინას არ დაუწყია.
„ჩემი აზრით, საერთოდ არ უნდა დაისვას ეს შეკითხვა – ვინ დაიწყო ომი. პირდაპირ გამოაცხადა რუსეთმა, პირდაპირ შეიყვანა ჯარები და დაიწყო ომი, – ამას რა კითხვა უნდა, თვითონ პირდაპირ აღიარებენ, ჩვენ შევედით ჯარებით და დავიწყეთ ოპერაციაო. ოპერაცია დაარქვეს მათ, მაგრამ ომია ხომ პირდაპირ? უკრაინას რომ არ დაუწყია ომი, ყველამ კარგად იცის, ხედავენ. ჩემი აზრით, დასასმელი არც არის ეს შეკითხვა, ვინ დაიწყო ომი“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტის შეკითხვაზე საპასუხოდ.