ვახტანგ გომელაური - როდესაც ვდგებით ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების წინაშე, იმედი მაქვს, ისინი თავადაც გაითვალისწინებენ, რომ არ მოხდეს დიდი შეკრებები
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა მოახლოებულ მართლმადიდებლურ დღესასწაულებსა და საგანგებო მდგომარეობის პირობებში მათი აღნიშვნის შესაძლებლობებზე ისაუბრა.
„ტრადიციული ხალხი ვართ, ტრადიციული ერი ვართ, მართლმადიდებლები, უდიდეს პატივს ვცემთ ეკლესიას და დღესასწაულებს. მით უმეტეს, აღდგომა არის ერთ-ერთი დიდი მართლმადიდებლური მნიშვნელოვანი დღესასწაული და აქედან გამომდინარე, მესმის ეს ყველაფერი, თუმცა, ისევ ვდგებით ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის წინაშე. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეები ამას გაითვალისწინებენ და არ მოხდება ეს დიდი შეკრებები და ტრადიციულად, რასაც ვაკეთებთ ხოლმე აღდგომას, შეძლებისდაგვარად, შეზღუდულ პირობებში განვახორციელებთ“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა „იმედის“ ეთერში.