საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ქუთაისში ჩავიდა. გომელაური „საქართველოს ბანკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება, სადაც შეიარაღებული პირია შეჭრილი და საპოლიციო ღონისძიება მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა მინისტრს მედიასთან კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
არსებული ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილი თავდამსხმელი, ორ მილიონ დოლართან ერთად, ვერტმფრენს, ანკესსა და რუსეთის დროშას ითხოვს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძევლად რჩება 12 პირი და მათი სწრაფად, უსაფრთხოდ გათავისუფლებისთვის ყველა საჭირო ღონისძიება ტარდება.
როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, სამართალდამცველები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ მათი სწრაფად და უსაფრთხოდ გათავისუფლებისთვის.