ვახტანგ გომელაური - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოსა და მის ინსტიტუტებზე თავდასხმას, მინდა, მადლობა გადავუხადო პოლიციელებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის ითმენენ
ვახტანგ გომელაური - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოსა და მის ინსტიტუტებზე თავდასხმას, მინდა, მადლობა გადავუხადო პოლიციელებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის ითმენენ

პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოსა და მის ინსტიტუტებზე თავდასხმას, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო იმ პოლიციელებს, რომლებიც ითმენენ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ისევ ჩვენი ქვეყნისთვის ცდილობენ, რომ არ შევიდნენ კონფრონტაციაში, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატების მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც კი პოლიციელისადმი ქმედება გასცდება კანონით დადგენილ წითელ ხაზებს, დამნაშავის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით ამოქმედდება.

„პოლიციელზე თავდასხმა სახელმწიფოსა და მის ინსტიტუტებზე თავდასხმას ნიშნავს. პოლიციელს გააჩნია თმენის ვალდებულება, რომელიც, რა თქმა უნდა, არ არის უსაზღვრო. როგორც კი პოლიციელის მიმართ ჩადენილი ქმედება გასცდება კანონით დადგენილ წითელ ხაზებს, დამნაშავის მიმართ კანონი ამოქმედდება, მთელი სიმკაცრით. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ დავძაბოთ ვითარება, როცა არის აქციები. არ ვსაუბრობ თავდასხმაზე იარაღით ან რამე სხვა ნივთით. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო იმ პოლიციელებს, რომლებიც ითმენენ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ისევ ჩვენი ქვეყნისთვის, ცდილობენ, რომ არ შევიდნენ კონფრონტაციაში, თუმცა გვიწევს ხოლმე დაკავება. შემდეგ დიდი პრეტენზიები აქვთ ხოლმე, არა მარტო იმ ადამიანებს, არამედ პარტიებსა და მათ მიმდევრებს. დიდი მადლობა, ასევე, თქვენ, ყველას, მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა, რომლის კომენტარიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.