ვახტანგ გომელაური - პარლამენტში ოპოზიციის არყოფნა დისკომფორტია, პირველ რიგში, ქვეყნისთვის არის ცუდი, მოვუწოდებ ოპოზიციას, შემობრძანდნენ, აქ გავმართოთ დებატები და არა ქუჩაში, ჭიდაობასა და ერთმანეთის ლანძღვაში
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა ოპოზიციას საკანონმდებლო ორგანოში შესვლისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, ოპოზიციის პარლამენტში არყოფნა დისკომფორტს წარმოადგენს.
„რა თქმა უნდა, ოპოზიციის არყოფნა დისკომფორტია, თუმცა ბატონმა ალეკო ელისაშვილმა მწვავე კითხვები დამისვა ესებუაზე და პასუხი გავეცი. რა თქმა უნდა, დისკომფორტია და ქვეყნისთვის არის პირველ რიგში ცუდი. არ მგონია, ჩვენი გუნდის რომელიმე წევრმა თქვას, რომ ეს კარგია და მოსწონს. როდესაც ჩვენ გვინდა ევროპისკენ, ნატოსკენ წასვლა, ეს თემა არ არის სწორი და კარგი. მოვუწოდებ ჩვენს ოპოზიციას, შემობრძანდნენ და აქ გავმართოთ დებატები და არა ქუჩაში, ჭიდაობასა და ერთმანეთის ლანძღვაში. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს სიძულვილის ენა, ერთმანეთის ლანძღვა, მათი ოჯახის წევრების და ა.შ.“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.