ვახტანგ გომელაური - ოთხი დღე და ღამე ვიყავით პრემიერთან შეკრებილი და ყველა მიმართულებით განვიხილავდით იმ საფრთხეებს, რომლებიც შეიძლებოდა, ჩვენს ქვეყანას დამუქრებოდა
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში შეკრებილი ვიყავით 27 თებერვალს, სხდომას საქართველოს პრეზიდენტი არ ესწრებოდა, ესწრებოდა მისი წარმომადგენელი, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში განაცხადა.
როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, სხდომაზე სხვადასხვა საკითხების განხილვა შედგა.
„მინდა გავიმეორო, რომ ოთხი დღე და ღამე ვიყავით პრემიერთან შეკრებილი საბჭო და ყველა მიმართულებით განვიხილავდით იმ საფრთხეებს, რა საფრთხეებიც შეიძლებოდა, ჩვენს ქვეყანას დამუქრებოდა“, – განაცხადა გომელაურმა.