ვახტანგ გომელაური - მივესალმები „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლას, გარეთ აქციების გამართვის ნაცვლად, უმჯოსებია, პარლამენტში იკამათონ და იმსჯელონ 
ვახტანგ გომელაური - მივესალმები „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლას, გარეთ აქციების გამართვის ნაცვლად, უმჯოსებია, პარლამენტში იკამათონ და იმსჯელონ 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მიესალმება „ნაციონალური მოძრაობის“ საქართველოს პარლამენტში შესვლას. ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გარეთ აქციების გამართვას უმჯოსებია, პარლამენტში იკამათონ და იმსჯელონ.

„რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლას, რა თქმა უნდა, მივესალმები. ჩემი პირადი აზრია, კარგია, რომ შევიდა. გარეთ ყოფნას და გარედან აქციების გამართვას უმჯოსებია, შიგნით იყვნენ და შიგნით იკამათონ, იმსჯელონ. უფრო ჯანმრთელი მიდგომაა პოლიტიკისთვის, ვიდრე გარედან მიტინგების, არეულობების მოწყობები“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს გუშინდელ სხდომაზე მიიღო. ამასთან, საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის გადაწყვეტილების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განმარტებით, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს არ აწერენ.