ვახტანგ გომელაური - მეკითხებიან, ვეთანხმები თუ არა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტს, „ქართული ოცნების“ წევრი ვარ და დიახ, ვეთანხმები
მეკითხებიან, ვეთანხმები თუ არა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონპროექტს, „ქართული ოცნების“ წევრი ვარ და ვეთანხმები კანონს, რა თქმა უნდა, სწორია, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა.
მისივე თქმით, თუ სამინისტრო ვალდებულია შეამოწმოს, რაში იხარჯება ფული, იგივე უნდა გააკეთოს არასამთავრობო ორგანიზაციამაც.
„კიდევ მკითხეს, ეთანხმებით თუ არა კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, აბა, მითხარითო, თითებს გვიშვერდნენ. მე ვარ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე პოლიტსაბჭოს წევრი და, რა თქმა უნდა, ვეთანხმები. მე ამ გუნდის წევრი ვარ და, რა თქმა უნდა, ვეთანხმები. ისე მეკითხებოდნენ, თითქოს რაღაც ჩამჭრელი კითხვა დამისვეს. დიახ, ვეთანხმები, რა თქმა უნდა, და სწორია. თუ სამინისტროები ვალდებული ვართ შემოწმდეს, რაში ვხარჯავთ ფულს, დაადეკლარირონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რა პრობლემაა? არაერთხელ აუხსნიათ ეს და ჩემი ახსნა აღარ სჭირდება ამ კანონს“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.