ვახტანგ გომელაური - მე და გიორგი გახარია ვართ უახლოესი მეგობრები, ჩვენ შორის არანაირი დაპირისპირება არ არის
ვახტანგ გომელაური - მე და გიორგი გახარია ვართ უახლოესი მეგობრები, ჩვენ შორის არანაირი დაპირისპირება არ არის

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ სამინისტროში არანაირი საკადრო ცვლილებები არ იგეგმება.

„ალბათ უფრო მეტად გაბუქებულია, არანაირი ცვლილებები არ იგეგმება, ამჟამად სამხარეოს ორი ხელმძღვანელი გადაადგილდა სხვადასხვა რაიონებში და ორმა რაღაც საფეხურით აიწია ან დაიწია. იყო ჭორები, რომ მოადგილეებს ხსნის, არანაირი მოადგილეების თემა არ იცვლება, ყველა ადგილზე იქნება“, – განაცხადა გომელაურმა.

მისივე თქმით, სამხარეოს უფროსები, როგორც წესი, ყოველ 2-3 წელიწადში ერთხელ უნდა შეიცვალოს.

„როგორც ელჩებს, ატაშეებს აქვს თავის დრო, ისე სამხარეოებს, არ შეიძლება, 10 წელი იყოს სამხარეოს უფროსი ერთი და იმავე ადგილზე“, – განაცხადა მინისტრმა.

კითხვაზე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინისტრი გახარიას კადრებს, მათ შორის, კახა საბანაძეს თანამდებობიდან უშვებს, გომელაური აცხადებს, რომ საბანაძე მისი კადრი უფროა, ვიდრე გახარიასი.

„კახა საბანაძე და ვლადიმერ ბორცვაძე მუშაობენ. კახა საბანაძე ჩემი კადრი უფრო არის, ვიდრე გახარიასი, ჩემთან მუშაობდა ხუთი წელი და გახარია როცა დაინიშნა ძალოვანში, მთხოვა და მივეცი. კოტე ანანიაშვილიც მუშაობს ჯერჯერობით, ის ჩემთან მუშაობდა, მინისტრი რომ ვიყავი, 6 წელი ერთად ვმუშაობდით და ჩემი კადრი არ არის და გახარიას კადრია? მეორეც, მე და გახარია ვართ უახლოესი ადამიანები, მეგობრები ვართ ძალიან ახლო. ძალიან ბევრი ჭორი იყო, არანაირი დაპირისპირება არ არის, წლებია ვმეგობრობთ. დიდი ხანია, ოჯახებით ვმეგობრობთ, ჩემი კადრები და მისი კადრები მართლა არ არსებობს. რვა წელია, აქ ვარ და ყველა ადამიანი, ვინც მუშაობს, გუშინდელი და გარედან მოსული კადრი არც ერთი არ არის. ყველა არის ძველი კადრი, რომლებიც ჩემს დროს მუშაობდნენ, იგივე საბანაძე, ხოჯევანიშვილი ჩემთან მუშაობდნენ წლების განმავლობაში და იყვნენ მაღალ თანამდებობებზე და ჩემი თანამშრომლები არ არიან? ჯერ ის გაარკვიეთ, ვინ ვისი კადრია და მერე ისაუბრეთ. როტაცია ხდება, არ არის სწორი, ხუთი წელი ერთსა და იმავე ადგილზე იყოს ხელმძღვანელი“, – განაცხადა გომელაურმა.