ვახტანგ გომელაური - მადლობა მოსახლეობას, რომელმაც შოვის სტიქიასთან ბრძოლისას მხარი დაგვიჭირა, მადლობა მაშველებს, მყვინთავებს, ყველას, ვინც 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
ვახტანგ გომელაური - მადლობა მოსახლეობას, რომელმაც შოვის სტიქიასთან ბრძოლისას მხარი დაგვიჭირა, მადლობა მაშველებს, მყვინთავებს, ყველას, ვინც 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას შოვში, სტიქიის ზონაში სამუშაოებში ჩართულ ყველა პირს მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, ასეთ დროს თითოეული მოქალაქის მხარდაჭერა და სოლიდარობა უმნიშვნელოვანესია.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ადგილობრივ მოსახლეობას, ყველა მოქალაქეს, რომლებმაც, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მხარი დაგვიჭირეს სტიქიასთან ბრძოლის რთულ პერიოდში. ასეთ დროს თითოეული მოქალაქის მხარდაჭერა და სოლიდარობა უმნიშვნელოვანესია. განსაკუთრებული მადლობა ყველა მაშველს, ყველა პოლიციელს, მფრინავებს, მყვინთავებს, კინოლოგებს, ადგილზე მომუშავე ყველა უწყების წარმომადგენელს, თავდაცვის ძალების მოსამსახურეებს, სამედიცინო პერსონალს, მძიმე ტექნიკის ოპერატორებს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს და ყველას, ვინც 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ასევე, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა თემურ მღებრიშვილს, რომელიც პირველი დღიდან, მოადგილეებთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდა, ათენებდა და აღამებდა. მისი ხელმძღვანელობით და ჩვენთან შეთანხმებით ტარდებოდა სამაშველო ღონისძიება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.