ვახტანგ გომელაური - კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ, რასაც დაგვავალებს კანონი, შევასრულებთ
ვახტანგ გომელაური - კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ, რასაც დაგვავალებს კანონი, შევასრულებთ

კანონის წინაშე ყველა თანასწორია, თვითონაც ამას ამბობს, ბატონი მელია, რასაც დაგვავალებს კანონი, ჩვენ იმას შევასრულებთ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

„კანონიდან გამომდინარე, როგორც საჭირო იქნება, ისე მოიქცევა ყველა უწყება, ეს იქნება შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა თუ სხვა. მელია იქნება თუ სხვა, რა მნიშვნელობა აქვს. კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ. თვითონაც ამას ამბობს ბატონი მელია და როგორც წესი და კანონი იქნება, რასაც დაგვავალებს კანონი, ჩვენ იმას შევასრულებთ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემგუშინ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კი აცხადებს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.