ვახტანგ გომელაური - ივლისიდან სამინისტროს ყველა თანამშრომელს ანაზღაურება გაეზრდება
ახალი რეფორმები დაწყებულია და ივლისიდან ყველა თანამშრომელს კიდევ ემატება ხელფასი, – ამის შესახებ შინგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა უწყების თანამშრომელთა ანაზღაურებისა და სოციალური გარანტიების გაუმჯობესებაზე საუბრისას განაცხადა.
„გამოდის თანამშრომელი, სახლში ცოცხალი და ჯანმრთელი დაბრუნდება თუ არა, არავინ იცის. სამწუხაროდ, ძალიან დაბალი ხელფასები აქვთ. ახალი რეფორმები დავიწყეთ, ბევრი რამ გაკეთდა წინა მინისტრების დროსაც. ბატონი გიორგის დროს იყო მატება. ახლა კიდევ ვგეგმავთ, ივლისიდან კვლავ ემატება ხელფასები ყველა თანამშრომელს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ 40 ათას ადამიანზე მეტზე ვსაუბრობთ. ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი, ეს არ არის ერთი და ორი მილიონი ლარი“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ვახტანგ გომელაურმა პრემია-დანამატების თემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიციელები დღე და ღამე თავიანთ საქმეს აკეთებენ და იმაზე მეტს იმსახურებენ, ვიდრე მათი ხელფასებია.