ვახტანგ გომელაური - ითქვა, თითქოს ძალები მოვაკელით და სხვაგან გადავიყვანეთ, პირიქით, უფრო მეტი პოლიციელი დგას საოკუპაციო ზოლზე, ვიდრე დღემდე იდგა
ვახტანგ გომელაური - ითქვა, თითქოს ძალები მოვაკელით და სხვაგან გადავიყვანეთ, პირიქით, უფრო მეტი პოლიციელი დგას საოკუპაციო ზოლზე, ვიდრე დღემდე იდგა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში იმყოფებოდა. ვახტანგ გომელაური ერგნეთსა და ნიქოზის საგუშაგოებზე არსებულ ვითარებას გაეცნო და თანამშრომლებს გაესაუბრა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, საოკუპაციო ხაზთან სიმშვიდეა.

„საოკუპაციო ხაზი მოვინახულეთ. იცით, რომ მანამდე ვიყავით სამეგრელოში პრემიერთან, მთავრობის წევრებთან, რამდენიმე მინისტრთან ერთად. რამდენიმე აქაც ჩამოვედით, ცხინვალის მიმართულებაზე. აქაც სიმშვიდეა, სიწყნარეა. გაიჟღერა ინფორმაციამ, თითქოს ძალები მოვაკელით ან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს, კრიმინალურ პოლიციას და სხვაგან გადავიყვანეთ. პირიქით, უფრო მეტი პოლიციელი დგას დღესდღეობით საოკუპაციო ზოლზე, ვიდრე დღემდე იდგა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე გორის ტერიტორიაზე არსებულ საკონტროლო პოსტები მოინახულა. მინისტრი ადგილზე გაეცნო, რა მატერიალური და ადამიანური რესურსებია სიტუაციის ეფექტიანად მართვისთვის.

მოგვიანებით ვახტანგ გომელაური გორის შესასვლელში, კარალეთთან მოწყობილ საკონტროლო გამშვები პუნქტთან მივიდა და საგუშაგოებზე არსებულ სიტუაციას გაეცნო.