ვახტანგ გომელაური - გაზისა და წყლის ჭავლის არევაზე გავრცელებული ჩანაწერი ავთენტური იყო თუ არა, გამოსაძიებელია და ამასაც მივხედავთ
ვახტანგ გომელაური - გაზისა და წყლის ჭავლის არევაზე გავრცელებული ჩანაწერი ავთენტური იყო თუ არა, გამოსაძიებელია და ამასაც მივხედავთ

გაზისა და წყლის ჭავლის არევაზე გავრცელებული ჩანაწერი ავთენტური იყო თუ არა, გამოსაძიებელია და ამასაც მივხედავთ, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მსგავსი საშუალების გამოყენება აკრძალული არ არის და გამოიყენება ევროპული ქვეყნების პრაქტიკაში.

„ბრძანება შეიცვალა 2021 წელს და გამოვიყენეთ ევროპული ქვეყნების პრაქტიკა, გერმანიის, საფრანგეთის და ა.შ. მისი გამოყენება სპეცდანიშნულების რაზმს არ შეუძლია იმ შემთხევაში, თუ არიან ბავშვები, არასრულწლოვნები, ფეხმძიმე ქალები. შეტევისა და შტურმის დროს კი შესაძლებელია, გამოიყენო გაზიც, წყალიც და სხვა სპეცსაშუალებებიც. ევროპაში აქციის დასაშლელად იყენებენ საპოლიციო ძაღლებსაც. ადამიანებს ცოცხლად წვავდნენ, პოლიციელებს თავები დაუტეხეს და ეგ შეიძლება?“ – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.