ვახტანგ გომელაური - გასულ წელს, მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციის გაღრმავების მიზნით, განხორციელდა კამპანია „ემეგობრე პოლიციას“
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სამინისტროს მხრიდან დიდი ყურადღება ეთმობა მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას.
მინისტრის თქმით, ამ მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარე, მათ შორის, საერთაშორისო საინფორმაციო კამპანიებს უერთდება.
როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, გასულ წელს, სამინისტროს მხრიდან მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციის გაღრმავების მიზნით, განხორციელდა კამპანია – „ემეგობრე პოლიციას“.
„დიდი ყურადღება ეთმობა მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას. ამ მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უერთდება საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარე, მათ შორის, საერთაშორისო საინფორმაციო კამპანიებს. გამოვყოფ ქალთა მიმართ ძალადობის, ნაადრევი ქორწინების, თანასწორობის კამპანიებს. ასევე, მუდმივ რეჟიმში ვახორციელებთ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებულ საინფორმაციო აქტივობებს. გასულ წელს, სამინისტროს მხრიდან მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციის გაღრმავების მიზნით განხორციელდა კამპანია – „ემეგობრე პოლიციას“. კამპანიის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, დიდ ქალაქებში 12 საინფორმაციო-შემეცნებითი ღონისძიება ჩატარდა. სახალხო ღონისძიებების პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები საჯარო და კერძო სკოლებში მართავდნენ შეხვედრებს, რომელთა მიზანი იყო ბავშვებსა და მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას.