ვახტანგ გომელაური ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის გენერალურ დირექტორს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, ესპანეთის სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ესპანეთის სამეფოს სამოქალაქო გვარდიის გენერალურ დირექტორ მარია გამეს გამესს შეხვდა.
შეხვედრას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე შალვა ბედოიძე ესწრებოდა.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები დასახეს. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ორმხრივი საპოლიციო თანამშრომლობის განვითარებაში პოლიციის ატაშეების როლსა და ბოლო პერიოდში ორგანიზებული დანაშაული წინააღმდეგ განხორციელებულ წარმატებულ ერთობლივ ოპერაციებზე.
„მარია გამეს გამესმა ხაზგასმით აღნიშნა უწყებებს შორის ორგანიზებული დანაშაულის თაობაზე ერთობლივი ანალიზის ჯგუფის შექმნის შესახებ გაფორმებული პარტნიორობის განცხადების მნიშვნელობა, რომლის ფარგლებში კიდევ უფრო გაძლიერდა მხარეთა შორის თანამშრომლობა კრიმინალთან ეფექტიანი ბრძოლის მიმართულებით“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, შეხვედრის დასასრულს ვახტანგ გომელაურმა ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის წარმომადგენლებს არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობის სიგელები გადასცა.