ვახტანგ გომელაური - დღეს აღვნიშნავთ იმ ადამიანების დღეს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ღირსეულად და ერთგულად ემსახურებიან სამშობლოს
ვახტანგ გომელაური - დღეს აღვნიშნავთ იმ ადამიანების დღეს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ღირსეულად და ერთგულად ემსახურებიან სამშობლოს

დღეს აქ ჩვენ, ყველა ერთად აღვნიშნავთ პოლიციელის დღეს – იმ ადამიანების დღეს, რომლებიც ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში ღირსეულად და ერთგულად ემსახურებით სამშობლოს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დღეს აქ ჩვენ, ყველა ერთად, აღვნიშნავთ პოლიციელის დღეს – იმ ადამიანების დღეს, რომლებიც ყოველდღიურად 24 საათის განმავლობაში ღირსეულად და ერთგულად ემსახურებით სამშობლოს; იცავთ საკუთარი ქვეყნის სახელმწიფო საზღვარსა და უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგს, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას, ებრძვით კრიმინალს; იბრძვით ადამიანების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დასაცავად, მათი სიცოცხლის გადასარჩენად; ქმნით ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო აწმყოსა და მშვიდობიან მომავალს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.