ვახტანგ გომელაური - დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე, არჩევნების შემდეგ მოიხსნება სანქციები
ყველაფერზე ბრძანებას მე გავცემ, მარტო გაზზე არა, წყლის ჭავლზეც, არავითარი ჭელიძე, არავითარი ხარაზიშვილი,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა აშშ-ის მხრიდან უწყების მაღალჩინოსნების სანქცირებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. მე ვფიქრობ, გაუგებრობაა და ძალიან მალე აღმოიფხვრება ეს თემა. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე, არჩევნების შემდეგ მოიხსნება სანქციები, გაუგებარია ნამდვილად, რა შუაშია, რატომ უნდა დასანქცირდე?“ – განაცხადა ვახტანგ გომალაურმა.
მისი თქმით, აქციების დროს ყველა ბრძანებას თავად გასცემს.