ვახტანგ გომელაური - ცხინვალის ციხესთან კავშირი კი არა, ცხინვალში ნამყოფიც არ ვარ
ვახტანგ გომელაური - ცხინვალის ციხესთან კავშირი კი არა, ცხინვალში ნამყოფიც არ ვარ

ჩავასწორებდი, ერგნეთის ციხეზე არა, ცხინვალის ციხეზე იყო საუბარი. ერგნეთის ციხე არ არსებობს. ეს ცოტა სასაცილოა. არც ვიცი,  სერიოზულად პასუხი როგორ უნდა გაგცეთ. ცხინვალის ციხესთან კავშირი კი არა, ცხინვალში ნამყოფიც არ ვარ, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

შეკითხვაზე, „იჯდა თუ არა ის ერგნეთის ციხეში სიგარეტის კონტრაბანდის ბრალდებით“, გომელაურმა განაცხადა, რომ ეს ყველაფერი გამოგონილი ამბავია.

„ჯერ ჩავასწორებდი, ერგნეთის ციხეზე არა, ცხინვალის ციხეზე იყო საუბარი. ერგნეთის ციხე არ არსებობს, ეს ცოტა სასაცილოა. არც ვიცი, სერიოზულად პასუხი როგორ უნდა გაგცეთ. ცხინვალში საერთოდ ნამყოფი არ ვარ, არც ბავშვობაში, არც დიდობაში. რაჭაში რომ მიწევდა წასვლა, მაშინაც კი თერჯოლის გავლით დავდიოდი ხოლმე. ეს არის მოგონილი, აბსურდი, სისულელე. თუ გადახედავთ წლებს, როდესაც ერგნეთის ბაზრობის თემა და მოძრაობები იყო, მაშინ 19-20 წლის ჯარისკაცი ვიყავი. გახსოვთ, რა ხდებოდა 1990-იან წლებში და როგორ წარმოგიდგენიათ, მე – ჯარისკაცი, ვალაგებდი იქ თემას და კონტრაბანდა დამქონდა 19 წლის ბიჭს ედუარდ შევარდნაძის გარე დაცვაში? უბრალო, რიგითი ჯარისკაცი ვიყავი გარე დაცვაში. არც უფროსი და არც ხელმძღვანელი. ციხესთან კავშირი კი არა, ცხინვალში საერთოდ ნამყოფი არ ვარ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.