ბოლო პერიოდში დანაშაულის რიცხვმა იკლო, – ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს კრიმინალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
„კრიმინალი როგორ გაიზრდება, როცა პოლიცია გაორმაგებული ძალითაა ქუჩაში?! მოგეხსენებათ, შინაგან საქმეთა სამინისტრო სამი კვირის წინ გადავიდა საგანგებო მდგომარეობაზე და ამ დღეებში ორმაგად მეტი პოლიციელია ქუჩაში.
ვფიქრობ, ამან გამოიწვია ის, რომ დანაშაულის მაჩვენებლის არა თუ გაზრდა, არამედ პირიქით, კლება დაფიქსირდა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.