ვახტანგ გომელაური - ბადრი ესებუას დაკავებას შესაძლოა, წლები დასჭირდეს
ახლა გავალთ და ალბათ, რამდენიმე წუთში დაკავებული იქნება, ნუ ამაზე მილიონჯერ გავაკეთე განცხადება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ბადრი ესებუასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
როგორც გომელაურმა აღნიშნა, ბადრი ესებუას დაკავებას შესაძლოა, წლები დასჭირდეს.
„დავაკავებთ, რა თქმა უნდა, აუცილებლად. ახლა გავალთ და ალბათ, რამდენიმე წუთში დაკავებული იქნება, ამაზე მილიონჯერ გავაკეთე განცხადება. შეიძლება წლებიც გავიდეს, ამაზე ასჯერ მაქვს კომენტარი გაკეთებული და რამდენჯერ გავაკეთო? შეიძლება 10 წელი გავიდეს და მერე დააკავონ. არა მე, არამედ, მეოთხე მინისტრმა ჩემ შემდეგ ან მეორე მინისტრმა. ეს ჩვეულებრივი თემაა, ვაკავებთ 10 წლის წინანდელ თემებს, 8 წლის წინანდელ დამნაშავეებს, მკვლელებს. მინდა, რომ დავაკავოთ, რა თქმა უნდა“, – განაცხადა გომელაურმა.