ვახტანგ გომელაური - არჩევნების დროს მინისტრი ყოველთვის გამოსცემს ბრძანებას, რომლითაც ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანზე პოლიციის დანაყოფები ნაწილდება
ვახტანგ გომელაური - არჩევნების დროს მინისტრი ყოველთვის გამოსცემს ბრძანებას, რომლითაც ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანზე პოლიციის დანაყოფები ნაწილდება

არჩევნების დროს მინისტრი ყოველთვის გამოსცემს ბრძანებას, რომლითაც ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანზე ნაწილდება პოლიციის დანაყოფები, მათ შორის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებიც, დაცვის პოლიციის თანამშრომლებიც, ძალიან ბევრი უბანია და მარტო კრიმინალური პოლიცია და საპატრულო არ ყოფნის, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

„კეთდება ჯგუფი, მნიშვნელობა არ აქვს, ეს თელავი იქნება, სენაკი თუ ზუგდიდი, შედის კრიმინალური პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი, პატრულის რამდენიმე თანამშრომელი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომელი, დეპარტამენტის და ასევე პოლიციის თანამშრომლები. კეთდება ჯგუფი და მუშაობენ, ხელმძღვანელი ჰყავს რაიონს, რეგიონს, მას ბარდება ყველა ეს თანამშრომელი და მუშაობენ მასთან. ზვიად ხარაზიშვილს ან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს ჩავაბარეთ, ან კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ჩავაბარეთ, ასეთი რაღაც არ ხდება, სიცრუეა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს მოქალაქეებისა და ქვეყნის მუდმივი დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს ვუთხრა მადლობა. დღეს ვართ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე და მინდა, განსაკუთრებულად მათ ვუთხრა დიდი მადლობა, ბატონ ზვიად ხარაზიშვილს, თავიანთი ქვეყნისთვის რაც გაუკეთებიათ, ეს ადამიანები იცავენ ყოველთვის თავიანთ სამშობლოს, მოქალაქეებს, ომშიც მონაწილეობდნენ, ყველაფერს აკეთებენ თავიანთი ქვეყნისთვის და არიან გმირები ნამდვილად, ბატონი ზვიადიც, ბატონი ლაგაზაურიც და ყველა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.