ვახტანგ გომელაური - ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით რაც მოხდა, კადრებში ყველამ ვიხილეთ, დაველოდოთ გამოძიებას
კადრებში ყველამ ვიხილეთ, რაც მოხდა, როგორ მოხდა, როგორ დაიწყო და დაველოდოთ გამოძიებას, – ამის შესახებ საქართველოს შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა 18 აპრილს მთავრობის ადმინისტრაციასთან პარტია „მოქალაქეების“ ლიდერთან, ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც ვახტანგ გომელაური ამბობს, საკითხთან დაკავშირებით ვრცელ კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან შეიძლება თქვან, რომ სასამართლოზე, გამოძიებაზე ახდენს ზეწოლას.
„კადრებში ყველამ ვიხილეთ, რაც მოხდა, როგორ მოხდა, როგორ დაიწყო ყველაფერი და დაველოდოთ გამოძიებას. ზედმეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ, რომ არ თქვან შინაგან საქმეთა მინისტრი ზეწოლას ახდენს სასამართლოზე, გამოძიებაზე და სხვა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მისი თქმით, რაც მოხდა, ძალიან ცუდი ფაქტია, ვისაც არ უნდა ეხებოდეს.