ვახტანგ გომელაური - აღდგომის დღესასწაულამდე ორი კვირაა, შევჯერდებით, რა ფორმით და როგორ ჩატარდება ყველაფერი
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმა ამ ეტაპზე არ არის შეჯერებული. მისი თქმით, მთავრობა კოორდინაციაშია საპატრიარქოსთან.
„საპატრიარქოსთან კოორდინაციაში ვართ ყველა, არა მარტო შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთლიანად, მთავრობა. გავიარეთ სხვადასხვა მიმართულება.
აღდგომა მოდის, ჯერ ორი კვირაა იქამდე. შევჯერდებით იმაზე, თუ რა ფორმით და როგორ ჩატარდება ყველაფერი.
ველოდებით, ორ კვირაში რა იქნება, მსოფლიოში არავინ არ იცის და ჩვენთან წინასწარ ვერ დავგეგმავდით ნამდვილად“, – განუცხადა შს მინისტრმა ჟურნალისტებს.