ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფრასტრუქტურის განახლება და  ხელფასების მატება იგეგმება
ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფრასტრუქტურის განახლება და ხელფასების მატება იგეგმება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფრასტრუქტურის განახლება და ხელფასების მატება იგეგმება. ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, იგეგმება როგორც რაიონებში ახალი განყოფილებებისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობების მშენებლობა, ასევე სახანძრო-სამაშველო ტექნიკით აღჭურვა.

„უწყებაში იგეგმება ინფრასტრუქტურის განახლება, ხელფასების მატება. ბევრი შენობა სავალალო მდგომარეობაშია. სამწუხაროდ, რაიონებში პატარა განყოფილებებია და ახალი უნდა აშენდეს. სახანძრო მიმართულებით დასამატებელია ტექნიკა, სახანძრო მანქანები, მაღალსართულიან შენობებზე სამუშაო კიბეები. რამდენიმე გვაქვს, თუმცა საკმარისი არ არის. ასევე იგეგმება სახანძრო შენობების მშენებლობა. მაგალითად, სულ ახლახან რაჭაში გავხსენით და ძალიან კარგი ახალი შენობაა. გვინდა, ყველა რაიონში იყოს, რადგან სოფელში ვიდრე მანქანა ჩადის, სამწუხაროდ, ზოგჯერ უკვე დამწვარი შენობები გვხვდება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.