ვახტანგ გომელაური - 2022 წელს გაფართოვდა საპატრულო პოლიციის სამოქმედო არეალი
2022 წელს გაფართოვდა საპატრულო პოლიციის სამოქმედო არეალი და იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში გაიზარდა საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, წელს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში მგზავრთა ნაკადების ზრდის შესაბამისად თანამშრომელთა რაოდენობა გაიზარდა.
„2022 წელს გაფართოვდა საპატრულო პოლიციის სამოქმედო არეალი და იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში გაიზარდა საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა. აქვე აღვნიშნავ, რომ 2022 წელს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში მგზავრთა ნაკადების ზრდის შესაბამისად გაძლიერდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო მიმართულება და გაიზარდა დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა. სასაზღვრო გამტარი პუნქტები დამატებით აღიჭურვა ვიდეოსამეთვალყურეო კამერებით, მესაზღვრე-კონტროლიორების სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, ინფრასტრუქტურა განახლდა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.