ვახტანგ გომელაური - 14 წლის გოგონას გარდაცვალება ძალიან მძიმე ფაქტია, გამოძიების მხრივ რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ
14 წლის გოგონას გარდაცვალება ძალიან მძიმე ფაქტია, გამოძიების მხრივ ჩვენ რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ, რაც კანონმა მოგვცა უფლება ყველაფერი ჩავატარეთ,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
„ძალიან მძიმე ფაქტია, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი, ბავშვი – სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებს. პირველ რიგში სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს. რაც შეეხება გამოძიებას, ჩვენ რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ, რაც კანონმა მოგვცა უფლება, შესაძლებლობა, ჩაგვეტარებინა საგამოძიებო მოქმედებები, გამოკითხვები ყველაფერი გავაკეთეთ. თუ ვინმეს აქვს რამე კითხვები გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ეს იქნება ოჯახი თუ სხვა, შეუძლიათ მოიძიონ და ნახონ, ვთქვათ რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და როგორც გაკეთდა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.