ვახტანგ ბუცხრიკიძე - მნიშვნელოვანი იქნება, ბიზნესებმა განსაზღვრონ, პანდემიის გამო რა შემთხვევაში შეიძლება, გაჩერდეს ესა თუ ის მიმართულება
ვახტანგ ბუცხრიკიძე - მნიშვნელოვანი იქნება, ბიზნესებმა განსაზღვრონ, პანდემიის გამო რა შემთხვევაში შეიძლება, გაჩერდეს ესა თუ ის მიმართულება

ძალიან კარგია, რომ მარტიდან ბევრმა ბიზნესმა დაიწყო ამოქმედება. ვხედავთ, რომ პოტენციურად შეიძლება, მესამე ლოკდაუნის თეორიული რისკი არსებობდეს, მაგრამ ეს უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რისკები მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი იქნება, რომ ბიზნესებმა განსაზღვრონ, რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ამა თუ იმ მიმართულების გაჩერება.

„ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იქნება, რომ ბიზნესებმა ინდუსტრიულად იცოდნენ და განსაზღვრონ, რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ამა თუ იმ მიმართულების გაჩერება. პრემიერმა ჩაინიშნა და ალბათ ამაზე რეაგირება იქნება“, – განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა.