ვაკე-საბურთალოს რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება
ჭავჭავაძის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტის პირველი და მეორე ნაწილი, ჭავჭავაძის გამზირის დასაწყისიდან პიქსელის შენობამდე, დასრულების ეტაპზეა. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, კომპანიამ აღნიშნულ მონაკვეთებზე 2.4 კმ სიგრძის წყალმომარაგების სისტემა შეცვალა.
„მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, „ჯივიპი“ განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის სამუშაოებს ეტაპობრივად ახორციელებს“, – აღნიშნავენ კომპანიაში.
კომპანია ჭავჭავაძის გამზირზე, მაგისტრალურ ქსელზე მესამე გადაერთებით სამუშაოებს დღეს განახორციელებს. სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 14:00 საათიდან 6 აგვისტოს დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ვაკე-საბურთალოს რაიონში:
ჭავჭავაძის გამზირის N1-დან 11-ის ჩთ, N2-დან 32-ის ჩთ; რაზმაძის ქ N1-დან 21-ის ჩთ, N2-დან 20-ის ჩთ; ბარნოვის ქ N75-დან 83-ის ჩთ, N80-დან 94-ის ჩთ; აბაშიძის ქ N1-დან 19-ის ჩთ, N4-დან 20-ის ჩთ; ფალიაშვილის N1-დან 33-ის, N2-დან 36-ის ჩთ; კეკელიძის ქ N1,3,5,7 და N17-დან 25-ის ჩთ, N2, 4, 6, 8, 16; მელიქიშვილის ქ N49-დან 57-ის ჩთ; თაყაიშვილის, ნაფარეულის, რ. ერისთავის, ბაზალეთის, შროშის, იოველ ქუთათელაძის, ქობულეთის, მცხეთის, ბურკიაშვილის, შატბერაშვილის, მარაბდის, ჟვანიას, მარუხის გმირების, ტ. ტაბიძის, ცხვედაძის, აბაშელის ქუჩებს შესახვევებითა და ჩიხებით; არაყიშვილის შესახვევს.