ვაკე-საბურთალოს პოლიციაში ზაზა სარალიძის გამოკითხვა მიმდინარეობს
ვაკე-საბურთალოს პოლიციაში ზაზა სარალიძის გამოკითხვა მიმდინარეობს

ვაკე-საბურთალოს პოლიციაში ზაზა სარალიძის გამოკითხვა მიმდინარეობს. საქმე საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტს ეხება.

ზაზა სარალიძის განცხადებით, მან საქალაქო სასამართლოს სასადილოში კუპრავას მხრიდან ვერანაირი სამართალდარღვევა ვერ შეამჩნია.

„მინდა მივმართო გიორგი გახარიას, თუ რამე კომპრომატები აქვს ზვიად კუპრავაზე, აბსოლუტურად ყველაფერი გაასაჯაროონ და ამ სისულელეების დევნას შეეშვან. პლუს ამას რაღაც ბრალდება წაუყენეს გვამებთან დაკავშირებით. ორი გვამი ზვიად კუპრავამ დადო სახურავზეო, ესეც გაისმა სოციალურ ქსელში. თუ ეს სიმართლეა, ჯერ გამოიძიონ, დაუმტკიცონ და ბრალი ამაზე წაუყენონ. რა სასადილოს ინციდენტი? ცდილობენ კუპრავას დისკრედიტაციას რომ სამართლებრივ მოთხოვნას გამოეთიშოს”,- განაცხადა ზაზა სარალიძემ.