ვაკა გორგილაძე - ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი განახლება იყო
ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი განახლება იყო. მან თქვა, რომ განახლება იქნება როგორც მთავრობაში, ისე პარტიაში, – ამის შესახებ პოლიტანალიტიკოსმა ვაკა გორგილაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა მცდელობა, რომ გაეღვიძებინა ოპტიმიზმი და იმედი.
„ბიძინა ივანიშვილი ძირითადად საკუთარ ამომრჩეველს და ელექტორატის იმ ნაწილს მიმართავდა, რომელიც „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი იყო, მაგრამ ახლა იმედგაცრუებულია, ან ჯერ არა აქვს პოზიცია ჩამოყალიბებული. ის თავის ამომრჩეველთან დისკუსირებდა. რაც მთავარია, ბიძინა ივანიშვილმა აჩვენა, რომ ის არ არის მოწყვეტილი რეალობას და ფლობს ინფორმაციას. მოდით შევადაროთ მიშას დროინდელი დავარცხნილი ინტერვიუები და ბიძინას გუშინდელი შეხვედრა ჟურნალისტებთან. სააკაშვილის ინტერვიუები დავარცხნილია, ვერავინ უბედავს ვერც დემარშს და ვერც აგრესიულ რეპლიკებს, ამ შემთხვევაში კი, ჩანს, მედია თავისუფალია. ივანიშვილს მოუწია „რუსთავი 2“-თან დისკურსში შესვლა, რადგანაც ეს ტელევიზია და მის უკან მდგარი „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ცდილობს, აჩვენოს, თითქოს ტოტალური ტერორია ქვეყანაში, რეალობა კი სხვა არის. ამ რეალობაზე გააკეთა აქცენტი ბიძინა ივანიშვილმა და ის საერთაშორისო ორგანიზაციების კონკრეტულ ციფრებსა და მონაცემებს დაეყრდნო”, – აღნიშნა ვაკა გორგილაძე.