ვაილდერი-ფიურის ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება - რამდენიმე საათში მოკრივეები წონას ჩააბარებენ
კრივის მოყვარულები მსოფლიოს გარშემო 23 თებერვალს მოუთმენლად ელოდებიან. თბილისის დროით დაახლოებით 06:00 საათზე ორი მძიმეწონისანი დაუმარცხებელი მოკრივე დეონტე ვაელდერი და ტაისონ ფიური დაუპირისპირდებიან. პირველი ბრძოლა მსაჯების გადაწყვეტილებით ფრედ დასრულდა.
მებრძოლები წონას რამდნეიმე საათში ჩააბარებენ. ღონისძიება ლას ვეგასში შედგება. პირველი დაპირისპირების დროს ვაელდერი 96.4 კგ იწონიდა. ფიურის წონა კი 116.4 კგ.