ვაილდერი-ფიურის ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება – რამდენიმე საათში მოკრივეები წონას ჩააბარებენ

18:36, 21.02.2020

კრივის მოყვარულები მსოფლიოს გარშემო 23 თებერვალს მოუთმენლად ელოდებიან. თბილისის დროით დაახლოებით 06:00 საათზე ორი მძიმეწონისანი დაუმარცხებელი მოკრივე დეონტე ვაელდერი და ტაისონ ფიური დაუპირისპირდებიან. პირველი ბრძოლა მსაჯების გადაწყვეტილებით ფრედ დასრულდა.

მებრძოლები წონას რამდნეიმე საათში ჩააბარებენ. ღონისძიება ლას ვეგასში შედგება. პირველი დაპირისპირების დროს ვაელდერი 96.4 კგ იწონიდა. ფიურის წონა კი 116.4 კგ.

მსგავსი