ლეგენდარულმა ლენოქს ლუისმა უსიკისა და ფიურის ორთაბრძოლის შესახებ პროგნოზი გააკეთა #1TVSPORT
ლეგენდარულმა ლენოქს ლუისმა უსიკისა და ფიურის ორთაბრძოლის შესახებ პროგნოზი გააკეთა #1TVSPORT

მსოფლიოს ბოლო აბსოლუტურმა ჩემპიონმა მძიმე წონაში, ლეგენდარულმა ბრიტანელმა მოკრივემ, ლენოქს ლუისმა ოლეკსანდრ უსიკისა და ტაისონ ფიურის მოახლოებული ორთაბრძოლის შესახებ პროგნოზი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინელი და ბრიტანელი მოკრივეების დაპირისპირება, მრავაწლიანი პაუზის შემდეგ, მსოფლიოს ახალი აბსოლუტური ჩემპიონის ვინაობას გაარკვევს და, შესაბამისად, სპორტის ამ სახეობის მოყვარულები უსიკისა და ფიურის რინგზე შეხვედრას დიდი ინტერესით ელიან.

ლენოქს ლუისი: „რთული სათქმელია, ვინ გაიმარჯვებს, მაგრამ ჩემი პროგნოზი უფრო ფიურისკენ იხრება. თუმცა, მიმაჩნია, რომ უსიკის ტალანტს ბოლომდე ვერ ვაფასებთ. ძალიან საინტერესოა, შეძლებს ფიური მასთან გამკლავებას?“

უკრაინელისა და „ბოშათა“ მეფის ორთაბრძოლა 17 თებერვალს უნდა გამართულიყო, მაგრამ ფიურიმ სპარინგის დროს ტრავმა მიიღო და თარიღი 18 მაისით შეცვალა.