ვაჰრამ პოღოსიანი - აზერბიჯანის ძალები სტეპანაკერტის მისადგომებთან არიან
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის პრესმდივანი ვაჰრამ პოღოსიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, რომ აზერბაიჯანის ძალები სტეპანაკერტის მისადგომებთან არიან.
არაღიარებულ მთიან ყარაბაღში აცხადებენ, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ შუშას ვეღარ აკონტროლებენ.
„მტერი სტეპანაკერტის მისადგომთან არის და დედაქალაქის არსებობას უკვე საფრთხე ემუქრება. თუ გვსურს, რომ შუშა კვლავ ჩვენი გახდეს და შევინარჩუნოთ არცახი, მთელი ძალისხმევა უნდა გამოვიყენოთ სტეანაკერტისა და ფრონტის ხაზზე სხვა მიმართულებების საიმედო თავდაცვის ორგანიზებისთვის. ეს არის წარმატების საიმედო და ნამდვილი გარანტია. ყალბი მოწოდებები გამარჯვებისკენ და „ფეისბუქში“ სპეკულაციები თანდათან ყველაფერს დაგვაკარგვინებს, ისტორია ამას არ გვაპატიებს. ჩვენ ბოლომდე ვიბრძვით“, – წერს პოღოსიანი „ფეისბუქში“.
შეგახსენებთ, ქალაქ შუშას დაკავების შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გუშინ განაცხადა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროში კი აღნიშნეს, რომ შუშაში და მის შემოგარენში საბრძოლო მოქმედებები გრძელდებოდა.