ვაჟა სირაძე - პოლიციის ძალები იქნებიან ყველა ადგილზე, სადაც აქციის მონაწილეები გადაინაცვლებენ
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალური ოფისისკენ პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი გაემართა.
„ოცნების“ ოფისთან მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის დანაყოფები. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრევენციის მიზნით, პოლიციის ძალები არიან და იქნებიან ყველა იმ ადგილზე, სადაც აქციის მონაწილეები გადაინაცვლებენ.
კითხვაზე, რატომ არის პარტიის ოფისთან მობილიზებული სამართალდამცველთა უპრეცედენტო რაოდენობა, სირაძემ უპასუხა, რომ ადგილზე იმყოფება ის რაოდენობა, რაც საჭიროა წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად.
„ასეთი დიდი რაოდენობა არაა, აქ არის სამართალდამცველთა ის რაოდენობა, რაც საჭიროა წესრიგის დასაცავად. არანაირი სახის ექსცესებს არ ველოდებით. პრევენციის, უსაფრთხოების მიზნით პოლიციის ძალები არიან და იქნებიან ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც გადაინაცვლებენ აქციის მონაწილეები. უსაფრთხოების მიზნით. თქვენ ნახეთ, რომ პოლიციის მხრიდან რაიმე ძალადობ არ ყოფილა. მშვიდად დგას ყველა ლოკაციაზე და იცავს მართლწესრიგს“, – განცხადა პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან ვაჟა სირაძემ და აქვე დასძინა, რომ თუ ვინმე კანონს დაარღვევს, პოლიცია საკუთარი მანდატის ფარგლებში იმოქმედებს.