ვაჟა სირაძე - ხელოვნურად გზის გადაკეტვა არის კანონდარღვევა, აქციის მონაწილეებს პროტესტის გამოხატვის უფლება აქვთ, გამოხატავენ კიდეც, მაგრამ არსებობს გარკვეული შეზღუდვები
ვაჟა სირაძე - ხელოვნურად გზის გადაკეტვა არის კანონდარღვევა, აქციის მონაწილეებს პროტესტის გამოხატვის უფლება აქვთ, გამოხატავენ კიდეც, მაგრამ არსებობს გარკვეული შეზღუდვები

გზის სავალ ნაწილზე ბარიკადები, ხელოვნურად გზის გადაკეტვა არის კანონდარღვევა, – ამის შესახებ ვაჟა სირაძემ აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პოლიცია კანონით მონიჭებულ უფლებას ასრულებს.

„ხელოვნურად გზის გადაკეტვა არის კანონდარღვევა. მოვუწოდეთ, რომ გაესუფთავებინათ სავალი ნაწილი, მივეცით გონივრული ვადა. გზის სავალ ნაწილზე არის ხალხი. კანონი მოქმედებს საქართველოს მასშტაბით, ჩვენ ვასრულებთ კანონით მონიჭებულ უფლებას. შეგვიძლია, წავიკითხოთ კანონი და ვნახოთ, რისი უფლება აქვთ მათ და რისი – არა. რა თქმა უნდა, პროტესტის გამოხატვის უფლება აქვთ, გამოხატავენ კიდეც, მაგრამ არსებობს ამ პროცესში გარკვეული შეზღუდვები. ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე, შეფასებითია, კონკრეტულ მომენტში რა მოქმედებებს განახორციელებს სამართალდამცველი უწყება“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ცნობისთვის, მანამდე ჭავჭავაძის გამზირზე აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს სამართალდამცველებმა გზის სავალი ნაწილის გასათავისუფლებლად 15-წუთიანი ვადა მისცეს.

ამასთან, აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის გამზირიდან მელიქიშვილის გამზირისკენ გადაადგილება დაიწყეს.