ვაჟა სირაძე - ჩვენი მიზანია, აქციის მონაწილეებს გავაგებინოთ, რომ მათ არავინ მისდევთ, არავინ ავიწროებს, პროტესტი გამოხატონ პარლამენტის წინ
საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, გადაინაცვლონ პარლამენტის შენობის წინ. როგორც სირაძემ აღნიშნა, მათი რაოდენობის გათვალისწინებით, არ არის საჭირო სავალი ნაწილის გადაკეტვა.
„აქციის მონაწილეებს შეუძლიათ, პროტესტი გააგრძელონ პარლამენტის წინ, თუმცა გზის გადაკეტვისთვის საკმარისი რაოდენობა არ არის, რომ სავალი ნაწილი ჩაიკეტოს. შეუძლიათ, დადგნენ სადაც უნდათ. არაა საჭირო სირბილი, უბრალოდ, მშვიდობიანად გამოხატონ პროტესტი პარლამენტის წინ. ჩვენი მიზანია, აქციის მონაწილეებს გავაგებინოთ, რომ მათ არავინ მისდევს და არავინ ავიწროებს. ვუხსნით, რომ პროტესტი გამოხატონ პარლამენტის წინ, სადაც უნდათ.
ჭიჭინაძეზე და 9 აპრილის ქუჩაზეც არაერთი ძალადობრივი მოქმედება ჩაატარეს აქციის გარკვეულმა მონაწილეებმა, მათ შორის, ცეცხლის დანთება“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.