ვაჟა სირაძე აცხადებს, რომ აქციის დროს რუსთაველის გამზირზე დაახლოებით 5 500 მოქალაქე იყო
საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე აქციაზე დაახლოებით 5 500 მოქალაქე იყო.
როგორც ვაჟა სირაძემ აღნიშნა, შსს-მ უზრუნველყო 17 ნოემბერს რუსთაველზე აქციის ჩატარება.
„რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, იმყოფებოდა დაახლოებით 5 500 მოქალაქე, ასევე აქცია მიმდინარეობდა რესპუბლიკის მოედანზე, სადაც იმყოფებოდა 1500-მდე მოქალაქე და აჭარაში, კერძოდ, ბათუმში იმყოფებოდა 50-მდე მოქალაქე. შსს განაგრძობს საზოგადოებრივი წესრიგისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლების დაცვას“, – განაცხადა სირაძემ.
მისივე თქმით, აქციების დროს არავის დაკავება არ მომხდარა.
„ამ ეტაპისთვის არავის დაკავება არ მომხდარა. აქციამ ჩაიარა მშვიდ ვითარებაში. ამ წუთის მონაცემებით, შსს-ს წარმომადგენლები იმყოფებიან ადგილზე წესრიგის დასაცავად“,- განაცხადა ვაჟა სირაძემ.