ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს. მისი კომენტარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.
როგორც ვაჟა გაფრინდაშვილი ამბობს, მისი გათავისუფლება მოულოდნელი იყო. ვაჟა გაფრინდაშვილი მადლობას უხდის ყველას, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული.
„სრულიად მოულოდნელად, არც ველოდებოდი, რომ დღეს ასე მოხდებოდა. 31 დეკემბერს იყო სააპელაციო სასამართლოს სხდომა ჩანიშნული, რომელზეც თავს ვიკავებდი. ჯერ ემოციებით ვარ დატვირთული. პირველ რიგში, მადლობა მინდა, ვუთხრა ყველას, ვინც გულთან მიიტანა ჩემი ეს სიტუაცია, მთავრობა იქნება, პარლამენტი, პოლიცია თუ უშიშროება. პირველ რიგში, მადლობა ჩემს ლამაზ მეუღლეს და ბრწყინვალე შვილებს. ასევე, მადლობა ყველა ჩემს მეგობარს, რომლებიც თვენახევრის განმავლობაში გვერდზე მედგნენ. მინდა, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.