ვაჟა-ფშაველას გამზირზე, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის პარალელურად მოქალაქეებმა კორპუსიდან კახა კალაძის პლაკატი და წარწერა „დარჩი სახლში“ გადმოფინეს
ვაჟა-ფშაველას გამზირზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს.
აქციის პარალელურად, მიმდებარე კორპუსიდან მოქალაქეებმა კახა კალაძის პლაკატი და წარწერა „დარჩი სახლში“ გადმოფინეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ვაჟა-ფშაველას ძეგლთან 14:00 საათისთვის შეიკრიბნენ. აქცია პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გუშინდელი მიმართვისას დააანონსა. მისი თქმით, სხვადასხვა ადგილზე აქციები ყოველდღიურად გაიმართება.